კათოლიკოს-პატრიარქი ჩეხეთიდან დაბრუნდა - კვირის პალიტრა

კათოლიკოს-პატრიარქი ჩეხეთიდან დაბრუნდა

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია  II  30 აპრილს, გამთენიისას, ჩეხეთიდან საქართველოში დაბრუნდა. უწმინდესს

აეროპორტში უმაღლეს სასულიერო პირებთან ერთად მრევლიც დახვდა. ილია II II აეროპორტიდან სიონის საკათედრო ტაძარში მივიდა. "ძალიან მომენატრეთ, დიდება უფალს, რომ მშვიდობით დავბრუნდი. საქართველოზე უკეთესი არც ერთი ქვეყანა არ არის. ჩვენ უნდა დავინახოთ სულიერი და მატერიალური სიმდიდრე ჩვენი ქვეყნის", - ბრძანა უწმინდესმა სიონის ტაძარში.

უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II  ჩეხეთში სარეაბილიტაციო კურსის ჩასატარებლად 13 აპრილს გაემგზავრა.