სუბარი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი აღარ იქნება - კვირის პალიტრა

სუბარი საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი აღარ იქნება

სოზარ სუბარი "ალიანსიდან" თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი აღარ იქნება. ის არც  "ალიანსის" 63-კაციან საარჩევნო სიაში არ არის.

სოზარ სუბარმა "ალიანსის" თანათავმჯდომარეების თანხმობით გადაწყვიტა, მოეხსნა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობაზე თავისი კანდიდატურა. როგორც "ალიანსში" განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ "ალიანსი" უმრავლესობით გაიმარჯვებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში,   საკრებულოს თავმჯდომარეობას იმ ოპოზიციურ ძალას შესთავაზებს, ვისაც "ალიანსის" შემდეგ ყველაზე მეტი ხმა ექნება.