"ვანო მერაბიშვილს ჯოჯოხეთს მოვუწყობთ" - კვირის პალიტრა

"ვანო მერაბიშვილს ჯოჯოხეთს მოვუწყობთ"

პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით პარლამენტთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკანონო პატიმრებს და მათი

გათავისუფლება მოითხოვეს. პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა წამოაყენეს მოთხოვნები: უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შეწყდეს პოლიტიკურად მოტივირებული ყველა საქმე; გადაიხედოს კანონით დადგენილი წესით ყველა უკანონო პატიმრის საქმე; გამოცხადდეს ფართო ამნისტია, მათ შორის არასრულწლოვანებისა და ქალების; გაუქმდეს სასჯელთა შეკრების არსებული პრინციპი და შეიცვალოს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით; პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებითა და შეწყალების უფლებით ისარგებლოს ყველა პატიმარმა, ვისაც კანონით ეკუთვნის და ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე.

პოლიტპატიმრებისა და უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია 6 მაისს გაიმართება, ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე მიტინგზე ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა და როგორც აღნიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილს ჯოჯოხეთს მოუწყობენ.

აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს თავისუფლების მოედანი, მასთან დამაკავშირებელი ქუჩები და გააკეთეს ცოცხალი ჯაჭვი. ცოცხალი ჯაჭვის აქციაში ოპოზიციის ლიდერები და 3 ათასამდე კაცი მონაწილეობდნენ.