"რუსეთში დაფინანსების მისაღებად არ ჩავსულვართ" - კვირის პალიტრა

"რუსეთში დაფინანსების მისაღებად არ ჩავსულვართ"

"ეროვნული საბჭოს" წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთში დაფინანსების მისაღებად არ ჩასულა. "ალექსანდრე ებრალიძეს ვთხოვეთ, რომ

თავისი ფინანსები იქვე, რუსეთში ქართული ინტერესების ლობირებისთვის გამოიყენოს", - აღნიშნა დავითაშვილმა.

დავითაშვილის ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგში დიასპორის ფორუმზე მიღებულ რეზოლუციაში პირველ საკითხად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი ჩაიწერა.

კობა დავითაშვილის თქმით, არჩევნებზე მონიტორინგისთვის რუსეთიდან  ჯგუფი ჩამოვა. "მონიტორინგის ეს ჯგუფი არა რუსული ფულით, არამედ რუსეთში მცხოვრები ქართველების ფულით დაფინანსდება. არჩევნებზე მონიტორინგის ჯგუფის გამოგზავნა "ქართველთა კონგრესმა" გადაწყვიტა", - აღნიშნა დავითაშვილმა.