მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს - კვირის პალიტრა

მუშებმა გაფიცვა შეწყვიტეს

სამდღიანი გაფიცვის შემდეგ ფეროშენადნობთა ქარხნისა და სააქციო საზოგადოება "ჭიათურ-მანგანუმის" მუშებმა მუშაობა გააგრძელეს. მუშათა პროფკავშირებმა და

საგაფიცვო კომიტეტმა ეს გადაწყვეტილება  საწარმოთა მფლობელებთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღეს.

მუშების მოთხოვნა 10 პუნქტისგან შედგება. ძირითადი  სამი მოთხოვნაა: ორი თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება, შრომითი და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება და ხელფასების გაზრდა. თუ ეს მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მუშები კვლავ შეწყვეტენ მუშაობას.