ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მედიის თავისუფლების მხარდამჭერ ფონდს ქმნის - კვირის პალიტრა

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი მედიის თავისუფლების მხარდამჭერ ფონდს ქმნის

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი ქმნის მედიის თავისუფლების მხარდამჭერ ფონდს, რომელსაც ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში დონალდ მაკლარენი

უხელმძღვანელებს.

"ჩვენი ოჯახი აგრძელებს სამართლებრივ ბრძოლას "იმედის" დასაბრუნებლად, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პროცესი სასურველზე ხანგრძლივი აღმოჩნდა. მანამდე კი, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოში  თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის განვითარების საქმეში. ამიტომ გადავწყვიტეთ დავაფუძნოთ მედიის თავისუფლების მხარდამჭერი ფონდი", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახმა გაავრცელა.

დონალდ მაკლარენის თქმით, ფონდის მიზანი მარტივია და გამჭვირვალე: დამოუკიდებელი, ობიექტური ჟურნალისტიკის მხარდაჭერა. ფონდი განიხილავს არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელ საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების პროექტებს.