ცესკოში მერობის 9 კანდიდატი დარეგისტრირდა - კვირის პალიტრა

ცესკოში მერობის 9 კანდიდატი დარეგისტრირდა

არჩევნებისთვის მერობის კანდიდატების ცესკოში წარდგენის ვადა 30 აპრილს ამოიწურა. რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა პარტიებმა როგორც მერობის, ისე

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები და პროპორციული სიები წარადგინეს.

ცესკოში მერობის 9 კანდიდატი დარეგისტრირდა:  ირაკლი ალასანია, გიგი უგულავა, ზვიად ძიძიგური, ნიკა ივანიშვილი, გია ჭანტურია, დავით იაკობიძე, გიორგი ლაღიძე, გოგი თოფაძე და თამაზ ვაშაძე. 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას 15 პარტია და 3 პოლიტიკური ბლოკი მიიღებს.