"მოძრაობა "7 ნოემბერი" - "გამარჯვებამდე" - კვირის პალიტრა

"მოძრაობა "7 ნოემბერი" - "გამარჯვებამდე"

"მოძრაობა "7 ნოემბერი" იწყებს ბრძოლის ახალ ტალღას, დევიზით "გამარჯვებამდე".

"მოძრაობა "7 ნოემბრის" ლიდერის ჯაბა ჯიშკარიანის განცხადებით, მოძრაობის წევრები დაიწყებენ მიხეილ სააკაშვილის დევნის კამპანიას რესტორნებში, დაესწრებიან თბილისის მერის გიგი უგულავას საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს და დაუსვამენ იმ შეკითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აქვს. მოძრაობის წევრები მივლენ ასევე ყველა იმ მოსამართლის სახლში, რომელმაც უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და ყველა იმ პირის სახლში, ვინც საზოგადოების დაჩაგვრას ცდილობს.

"ყველა ვერთიანდებით იდეის გარშემო - "საქართველო სააკაშვილის გარეშე", - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა. "მოძრაობა "7 ნოემბრის" წევრები რუსთაველის პროსპექტის გავლით პარლამენტისაკენ საყვირებითა და შეძახილებით გაემართნენ და რამდენიმე წუთით საავტომობილო გზაც გადაკეტეს.