პლაკატების აქცია " - კვირის პალიტრა

პლაკატების აქცია "

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ორგანიზებით გაიმართა პლაკატების აქცია, სახელწოდებით "გაყალბებულია". ლვოვის ქ. #56-ში მდებარე მოძრაობის

ოფისიდან  გმირთა მოედნისკენ 20 ავტომანქანისგან შემდგარი ავტოკოლონა დაიძრა. კოლონა გაჩერდა გმირთა მოედანზე მიმდინარე მშენებლობასთან, სადაც  ზურაბ ნოღაიდელმა და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა პლაკატები გააკრეს.

ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, აქციის მთავარი ამოცანაა საზოგადოების ყურადღების მიპყრობა არჩევნების გაყალბებაზე. "უკვე გადაწყვეტილია, რომ ხელისუფლებამ 30 მაისის არჩევნებზე ხმათა 65% უნდა აიღოს, რასაც ვერ ეღირსებიან; თუ არჩევნები გაყალბდება, არავის ეგონოს, რომ ქუდს დავიხურავთ და შინ წავალთ, ამ ხელისუფლებას აჯანყებით ჩამოვაგდებთ", - აღნიშნა ნოღაიდელმა.