"ალიანსმა" ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა წარმოადგინა - კვირის პალიტრა

"ალიანსმა" ბრიტანელი ექსპერტების დასკვნა წარმოადგინა

"ალიანსი საქართველოსათვის" ლიდერების განცხადებით,  ტელეკომპანია "იმედის" ხელმძღვანელების, გიორგი არველაძისა და ეკა წამალაშვილის საუბრის

სატელეფონო ჩანაწერის გავრცელების შემდეგ საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე,   ექსპერტიზისთვის მიმართეს ამ სფეროში საერთაშორისო აღიარების მქონე ბრიტანულ კომპანია  GPW -ს", რომელმაც ტექნიკური ანალიზისა და სასამართლო ლინგვისტიკის მეთოდებით გამოიკვლია. ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ საუბარი ნამდვილია.

"ეს არის საუბრის ნამდვილი ჩანაწერი. შესაძლოა, რამდენიმე ადგილას სახეცვლილი, მაგრამ არა - ჩამატებებით ან რედაქტირებით. განცხადება, რომ ეს ფაბრიკაციაა, ექსპერტების ღიმილს იწვევს. ჩანაწერი ნამდვილია და სიმულაციაზე ლაპარაკი ზედმეტია", - განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა დავით გამყრელიძემ, - ველოდი, რომ გაცილებით ძვირი იქნებოდა  ექსპერტიზა, მაგრამ ეს რამდენიმე ათასი გირვანქა სტერლინგი დაჯდა, რომელიც პირადად მე გადავიხადე და ამის დამალვას არ ვაპირებ".

"ალიანსი საქართველოსთვის" პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართავს, პარლამენტს კი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისკენ მოუწოდებს.