"უგულავას სახით პრეზიდენტი და შს მინისტრი დამიპირისპირდნენ" - კვირის პალიტრა

"უგულავას სახით პრეზიდენტი და შს მინისტრი დამიპირისპირდნენ"

ირაკლი ალასანიას შეფასებით, გიგი უგულავას სახით მას  ოფიციალურად მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი დაუპირისპირდნენ.

"ვის დაუჭერს ხალხი მხარს, ნათელი გახდება 30 მაისს.   ფაქტი ერთია, - ამ წუთამდე არ არსებობს სამართლიანი საარჩევნო გარემო და არის აშკარად უთანასწორო ბრძოლა", - განაცხადა ალასანიამ.

ირაკლი ალასანიამ "ნაციონალური მოძრაობის"  სლოგანი "გასაკეთებელი კიდევ ბევრია" შეაფასა და განაცხადა, რომ იმ თანხით, რაც მერიას ჰქონდა, გაცილებით მეტი უნდა გაკეთებულიყო. "გვინდა, გიგი უგულავა დებატებში გამოვიწვიოთ. სწორედ იქ გამოჩნდება, რა უნდა გაკეთებულიყო, რა არ გაკეთდა და რატომ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.