"სახელისუფლებო მონოლითის რღვევა გარდაუვალია" - კვირის პალიტრა

"სახელისუფლებო მონოლითის რღვევა გარდაუვალია"

ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ "სახელისუფლებო მონოლითის" რღვევას გარდაუვალად მიიჩნევს. მისი

თქმით, ხელისუფლებაში პოსტსააკაშვილის პერიოდისთვის მზადება დაწყებულია.

ლევან ვეფხვაძის აზრით, თავად ხელისუფლებაშია "ორი ძირითადი ხაზი: სააკაშვილის შემდგომ, სააკაშვილის გარეშე" და მეორე - სააკაშვილის მერე, ისევ მასთან ერთად".

დედაქალაქის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა იმ გუნდშია, რომელსაც მიაჩნია, რომ სააკაშვილის შემდგომ პერიოდი უმისოდ უნდა გაგრძელდეს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, "ქრისტიან-დემოკრატი" ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გიგი უგულავას გამარჯვებაც  და დამარცხებაც ერთნაირად საშიშია მიხეილ სააკაშვილისთვის.