"მორიგი აქცია 26 მაისს გაიმართება" - კვირის პალიტრა

"მორიგი აქცია 26 მაისს გაიმართება"

6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადების გამო საპროტესტო მიტინგი მოეწყო სააკაძის მოედანზე. მიტინგის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს. გოგა ხაინდრავას

განცხადებით, მორიგი აქცია 26 მაისს გაიმართება.

ჩაიშალა პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ მსვლელობა. მიზეზად გოგა ხაინდრავამ მიტინგზე ხალხის სიმცირე დაასახელა. მისი თქმით, მანიფესტაციას მაშინ აქვს აზრი, როცა ის ხალხმრავალია.

ეკა ბესელიას განცხადებით კი, 26 მაისამდე მის მოძრაობას "- "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს"" - დაგეგმილი აქვს ერთკვირიანი პერმანენტული აქციები რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობასთან.