გიგი თევზაძის გადადგომას მოითხოვენ - კვირის პალიტრა

გიგი თევზაძის გადადგომას მოითხოვენ

7 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ახალგაზრდები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამ დღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქცია

გამართა სტუდენტთა ერთმა ნაწილმა. ისინი უნივერსიტეტის რექტორ გიგი თევზაძეს მხარდაჭერას უცხადებენ და ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია თავისუფალი აზრის გამოთქმის შეზღუდვა.

გიგი თევზაძის გადადგომის მოთხოვნით, აქციაზე მივიდა ახალგაზრდების სხვა ჯგუფი შეძახილებით -"გაუმარჯოს საქართველოს!" "გაუმარჯოს უწმინდესს!" გიგი თევზაძის მომხრეებმა მოგვიანებით უნივერსიტეტის ტერიტორიიდან ახალგაზრდების მეორე ჯგუფი განდევნეს. მათ შორის იყო მოძრაობა "7 ნოემბრის" წევრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი მიშა მესხი.

როგორც "ინტერპრესნიუსს" მესხმა განუცხადა, იგი აქციაზე არ მისულა, როგორც მოძრაობა "7 ნოემბრის" წევრი. იქ იმყოფებოდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, რომლებისთვისაც დედის, კათოლიკოს-პატრიარქისა და დიდი წინაპრების შეურაცხყოფა მიუღებელია.