ჩხუბი "კავკასიაში" - კვირის პალიტრა

ჩხუბი "კავკასიაში"

7 მაისს ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში ერეკლე დეისაძის წიგნთან დაკავშირებით გამართული დებატები ჩხუბში გადაიზარდა. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც

ბექა მინდიაშვილმა და ერეკლე დეისაძის რამდენიმე მომხრემ სტუდია პროტესტის ნიშნად დატოვეს. გარეთ გასვლის შემდეგ მათ ჩხუბი მოუვიდათ "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წევრებთან. ხმაურის გაგონებისას გადაცემაში მონაწილე პირები გარეთ გავიდნენ, და დაპირისპირებაში ჩაებნენ. მოგვიანებით ჩხუბი და აურზაური სტუდიაშიც გაგრძელდა. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ხელმძღვანელ დავით აქუბარდიასაც.