ჯონ ბასმა "კავკასიის" ინციდენტი შეაფასა - კვირის პალიტრა

ჯონ ბასმა "კავკასიის" ინციდენტი შეაფასა

აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარი ინციდენტით შეშფოთებულია.

ჯონ ბასის განცხადებით, "საქართველოში ზოგიერთისთვის მიუღებელია თავისუფალი აზრის გამოხატვა, არადა, ეს მეტად მნიშვნელოვანია. საკუთარი აზრის გამოხატვის გამო ადამიანზე ძალადობა არ უნდა განხორციელდეს. მოხარული ვართ, რომ პოლიციის ჩარევა იყო დროული და ზომიერი, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ხალხი, ვისაც თავისი აზრის თავისუფლად გამოხატვა სურს, იყოს ანგარიშვალდებული".