"არა" ხელისუფლების წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

"არა" ხელისუფლების წინააღმდეგ

ახალდაფუძნებული ახალგაზრდული მოძრაობა "არა" " ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს იწყებს, - ამის შესახებ პოლიციის მთავარ სამმართველოსთან

გამართულ აქციაზე ორგანიზაციის ლიდერებმა განაცხადეს. ლევან ჩიტიძის თქმით, ისინი აპროტესტებენ ქვეყანაში არსებულ უკანონობას, დამნაშავეთა მფარველობას და უდანაშაულოთა პატიმრობაში ყოფნას. ამ რეჟიმის მსხვერპლთა შორის არის არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძე, რომელსაც უკანონოდ 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მკვლელობის მცდელობისათვის.