წმინდა სინოდის მიმართვა - კვირის პალიტრა

წმინდა სინოდის მიმართვა

6 მაისის შეკრების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი თხოვნით მიმართავს ყველა პოლიტიკურ პარტიას, პატრიარქისა და ეკლესიის

ავტორიტეტი საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის არ გამოიყენონ.

წმინდა სინოდის განცხადებით, ქვეყანას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა, ერის ერთიანობის დარღვევის მცდელობა, ნარკოტიკების გავრცელება, ურწმუნოების, უზნეობისა და პათოლოგიური გარყვნილების პროპაგანდა.

"ყოველივე ამის დამკვეთნი და შემსრულებელნი საეკლესიო კანონმდებლობით თვითონ უწესებენ თავის თავს უმძიმეს სასჯელს, - შეჩვენებას. "ეკლესია ქრისტეს მისტიკური სხეულია, რომელიც მოწოდებულია ნებისმიერი ადამიანის ცოდვათაგან მოქცევისა და ცხონებისათვის, ამიტომაც ჩვენი ვალია, კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ისინი და მოვუხმოთ სინანულისკენ"," - აცხადებენ საპატრიარქოში.

ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, აღნიშნულ პრობლემათა გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.