მწერლებს სახლი დაუბრუნდათ - კვირის პალიტრა

მწერლებს სახლი დაუბრუნდათ

2007 წლის აგვისტოში დაწყებული "მწერალთა კავშირისა" და ხელისუფლების დაპირისპირება დასრულდა. დავა, რომელიც პერიოდულად საპროტესტო აქციების

თანხლებით მიმდინარეობდა, მაჩაბლის 13-ში მდებარე, "მწერალთა კავშირის" სახლს ეხებოდა. ხელისუფლება ცდილობდა, კავშირისთვის შენობის ჩამორთმევასა და მის საპრივატიზაციო ნუსხაში ჩასმას. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მწერლებს პირადად აღუთქვა, რომ რემონტის შემდეგ შენობა დაუბრუნდებოდათ.

შენობა მწერლებს გადაეცათ. ეს ფაქტი 7 მაისს "მწერალთა კავშირმა" განახლებულ სახლში დიდი ლიტერატურული ზეიმით აღნიშნა. აქვე გამოცხადდა კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილება ქართველ მწერალთა დაჯილდოების შესახებ. "ქართული პროზის რაინდის" წოდება მიენიჭათ ჭაბუა ამირეჯიბს, რევაზ მიშველაძესა და ოტია იოსელიანს, ქართული პოეზიის რაინდები კი გახდნენ ფრიდონ ხალვაში, ანზორ აბულაშვილი და ჯანსუღ ჩარკვიანი.