ზვიად ძიძიგურმა გასროლის ფაქტი დაადასტურა - კვირის პალიტრა

ზვიად ძიძიგურმა გასროლის ფაქტი დაადასტურა

"კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა აღიარა, რომ 6 მაისს, ღამით, საკუთარ სახლთან ცეცხლსასროლი იარაღიდან

გაისროლა.

მერობის კანდიდატის ინფორმაციით, მის სახლთან მეზობლებსა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის ჩხუბი გაიმართა, რის შემდეგაც თვითონაც ქუჩაში გავიდა.

"50 კაცი დამესხა თავს, ძველი ბიჭები, იარაღიანები, "ნაცმოძრაობის" აქტივისტები. დავიხიე უკან, ჭიშკრამდე, რის შემდეგაც ამოვიღე იარაღი და რამდენჯერმე ჰაერში გავისროლე. არავის აქვს უფლება, ოჯახში შემომივარდეს. მსგავსი პროვოკაციების შემთხვევაში, გავიმეორებ იმავეს, უკან არ დავიხევ, დავიცავ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს".

მომხდართან დაკავშირებით პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით არის აღძრული.