ჩეჩნეთი მზად არის, აფხაზეთს დაეხმაროს (!) - კვირის პალიტრა

ჩეჩნეთი მზად არის, აფხაზეთს დაეხმაროს (!)

გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის რეჟიმმა და ჩეჩნეთის რესპუბლიკამ "განზრახვათა პროტოკოლი" გააფორმეს.

დოკუმენტს გროზნოში  ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ოდეს ბაისულტანოვმა და სოხუმის რეჟიმის პრემიერმა, სერგეი შამბამ მოაწერეს ხელი.

პროტოკოლის გაფორმების მიზანი "სავაჭრო-ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, კავშირგაბმულობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის აღზრდის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებაა".

"აფხაზეთმა და ჩეჩნეთმა ერთი და იგივე გზა გაიარეს - ომმა რესპუბლიკებს ყველა სასიცოცხლო სფერო გაუნადგურა. გვესმის, რამდენად რთულია დანგრეული ქვეყნის აღდგენა. პრეზიდენტ რამზან კადიროვის წყალობით, ჩეჩენმა ხალხმა ამ სირთულეების დაძლევა შეძლო", - განაცხადა ბაისულტანოვმა და დასძინა, - ჩეჩნეთის რესპუბლიკა მზად არის, აფხაზეთს ყოველმხრივ დაეხმაროს".