FBI-ს დირექტორი საქართველოში ჩამოვიდა - კვირის პალიტრა

FBI-ს დირექტორი საქართველოში ჩამოვიდა

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რობერტ მიულერი საქართველოში იმყოფებოდა. მისი თქმით, მისთვის დიდი პატივი იყო თბილისში

სტუმრობა, რადგან აშშ-სა და საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ და ბევრ სფეროში ნაყოფიერად თანამშრომლობენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში, კარგად ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნების სამართალდამცველები დიდი ხანია თანამშრომლობენ. თბილისში ვიზიტისას შევხვდი მინისტრ მერაბიშვილსა და მინისტრ ადეიშვილს. განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობის წარმატებული ისტორია. იმედი გვაქვს, რომ გამოძიების ფედერალური ბიურო, საქართველოს შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები მომავალშიც ძლიერ პარტნიორებად დარჩებიან", - განაცხადა მიულერმა.