"6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება ხალხის დაცინვაა" - კვირის პალიტრა

"6 მაისის პოლიციის დღედ გამოცხადება ხალხის დაცინვაა"

კახეთის გზატკეცილთან შეკრებილ მომიტინგეებთან "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი მივიდა. ის 6 მაისის პოლიციის დღედ

გამოცხადებას და პოლიციის აღლუმის ჩატარებას, ხელისუფლებისგან საკუთარი ხალხის დაცინვად აფასებს: "ერთი წლის წინ, ამ დღეს პოლიცია საკუთარ ხალხს გაუსწორდა, რის შედეგადაც ორმა ადამიანმა  მხედველობა დაკარგა. მერაბიშვილისგან ამ დღის პოლიციის დღედ გამოცხადება საკუთარი ხალხის დაცინვა და აბუჩად აგდებაა. მიმაჩნია, რომ ჩემ მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ ჩემი ხალხი აბუჩად არ უნდა აიგდოს."