სპეცრაზმსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა - კვირის პალიტრა

სპეცრაზმსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკება მოხდა

6 მაისს, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სარკინიგზო მაგისტრალზე, სპეცდანიშნულების რაზმი და ოპოზიციის მხარდამჭერები შეეტაკნენ. მათ ერთმანეთს ქვები

დაუშინეს, რის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა შს სამინისტროს შენობასთან მიახლოება სცადეს. სპეცრაზმის რამდენიმე ასეული წევრი სასწრაფოდ განლაგდა აღნიშნულ პერიმეტრზე, ვინაიდან "ვარკეთილის" მეტროდან წამოსული მსვლელობის მონაწილეები სწორედ აქედან მიუახლოვდნენ სამინისტროს შენობას, სადაც პოლიციის აღლუმი მიმდინარეობდა.

სპეცრაზმმა მომიტინგეების შევიწროება დაიწყო და წინა ხაზზე გადმოიწია. ლევან გაჩეჩილაძეს კი, ე.წ. დუბინკა  ნეკნებში მოარტყეს.