"პასუხი ხელისუფლებამ უნდა აგოს" - კვირის პალიტრა

"პასუხი ხელისუფლებამ უნდა აგოს"

ირაკლი ალასანიას თქმით, ოპოზიციის მომხრეებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის მომხდარი შეტაკების გამო პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება,

მშვიდობიან მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება სამწუხარო ფაქტია.

"ხელისუფლებას ვურჩევ, თავი აარიდოს პროვოკაციულ ნაბიჯებს და ძალის გამოყენებას. ოპოზიციას, თითოეულ მოქალაქეს, მათ შორის ჩემს თავსაც მოვუწოდებ, არ დავუშვათ ვითარების დაძაბვა და ესკალაცია. ერთადერთი სწორი გზა ამ ხელისუფლების შესაცვლელად არჩევნებია. მივიდეთ არჩევნებზე და შევცვალოთ ხელისუფლება მშვიდობიანად", - აღნიშნა ალასანიამ.