თარგამაძე გაოცებულია - კვირის პალიტრა

თარგამაძე გაოცებულია

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი გიორგი თარგამაძე ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ქვეყნის მთავარსარდლის მორიგ

უპასუხისმგებლო საქციელს უწოდებს.

მისი თქმით, ბაჩო ახალაიას "მხედართმთავრული და საბრძოლო გმირობების" შესახებ არაფერი სმენია და გაუგებარია, რატომ დაინიშნა იგი აღნიშნულ თანამდებობაზე.

"ხელისუფლება თვლის, რომ პოლიტიკურ მოედანზე სრული ბატონ-პატრონია. სიმართლე გითხრათ, მსგავს გადაწყვეტილებებს ველოდი, მაგრამ ჩემი ფანტაზიაც ვერ გასწვდა ახალაიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შესაძლებლობას", - განაცხადა თარგამაძემ.