პრეზიდენტს დანაპირები შეახსენა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტს დანაპირები შეახსენა

ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრეზიდენტს დანაპირების შეუსრულებლობას საყვედურობს და თმის ღერის მეთოდით

ნარკოლოგიური შემოწმებისკენ მოუწოდებს.

როგორც ლორთქიფანიძემ განაცხადა, მიუხედავად დაპირებისა, პრეზიდენტმა ნარკოტესტი არ გაიარა. მან ნარკოტესტი უნდა გაიაროს არა იმიტომ, რომ საზოგადოებას მისი ნარკოტიკების მომხმარებლობა აინტერესებს, არამედ იმიტომ, რომ მან ნარკომომხმარებელი საჯარო მოხელეების გამოვლენას შეუწყოს ხელი.

ლორთქიფანიძე საჯარო მოხელეების ნარკოტიკებზე თმის ღერით შემოწმების ინიციატივით დაახლოებით ორი თვის წინ გამოვიდა, რასაც მაშინვე დაუჭირა მხარი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმაც მაშინვე გამოთქვეს მზადყოფნა, ნარკოტესტის ჩატარებაზე, მიუხედავად ამისა, ტესტი ამ დრომდე მხოლოდ თავად ინიციატორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ჩაიტარა.