"არ აგულავო უგულავა"
მოძრაობამ "არა" თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მოძრაობის წევრებმა მერიასთან მიიტანეს უსახლკარო ადამიანების, მაღალჩინოსნების
სახლების ფოტოები, მათ შორის გიგი უგულავას წყნეთში მშენებარე სახლის ფოტო წარწერით  "გასაკეთებელი კიდევ ბევრია".

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ჩიტაძის განცხადებით, თბილისის მერმა გიგი უგულავამ უყურადღებოდ დატოვა უსახლკარო ადამიანები და ბიზნესრეკეტს ეწევა. ჩიტაძემ მოუწოდა თბილისელებს, დანაშაულებრივი ქმედებების გამო უგულავას ხმა არ მისცენ. "ჩვენ გადავიღეთ ჩინოვნიკების სახლები, მათ შორის უგულავას მშენებარე ვილა წყნეთში, მას გასაკეთებელი ნამდვილად ბევრი
აქვს.

ის ბიზნესხულიგანია, მისი საკუთრებაა ტაქსოპარკი, რომელიც აეროპორტს ემსახურება. გარდა ამ ტაქსოპარკისა, სხვა ტაქსის მძღოლებს აეროპორტში მუშაობის საშუალება არ ეძლევათ", - განაცხადა ლევან ჩიტაძემ. მოძრაობის წევრებმა მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკრეს სტიკერები წარწერით "არ აგულავო უგულავა".

g
27 მაისი 2010 13:37
კიდევ კარგი ახალგაზრდები მაინც ხედავენ რეალობას.
koba
17 მაისი 2010 20:36
ყველა დიდ საქმეს ახალგაზრდები ედგნენ ავანგარდში და ამიტომ, შედეგი აუცილებლად მოვა!
გენაცვალეთ თქვენაა

როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები