"არ აგულავო უგულავა" - კვირის პალიტრა

"არ აგულავო უგულავა"

მოძრაობამ "არა" თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართა. მოძრაობის წევრებმა მერიასთან მიიტანეს უსახლკარო ადამიანების, მაღალჩინოსნების

სახლების ფოტოები, მათ შორის გიგი უგულავას წყნეთში მშენებარე სახლის ფოტო წარწერით  "გასაკეთებელი კიდევ ბევრია".

მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ჩიტაძის განცხადებით, თბილისის მერმა გიგი უგულავამ უყურადღებოდ დატოვა უსახლკარო ადამიანები და ბიზნესრეკეტს ეწევა. ჩიტაძემ მოუწოდა თბილისელებს, დანაშაულებრივი ქმედებების გამო უგულავას ხმა არ მისცენ. "ჩვენ გადავიღეთ ჩინოვნიკების სახლები, მათ შორის უგულავას მშენებარე ვილა წყნეთში, მას გასაკეთებელი ნამდვილად ბევრი აქვს.

ის ბიზნესხულიგანია, მისი საკუთრებაა ტაქსოპარკი, რომელიც აეროპორტს ემსახურება. გარდა ამ ტაქსოპარკისა, სხვა ტაქსის მძღოლებს აეროპორტში მუშაობის საშუალება არ ეძლევათ", - განაცხადა ლევან ჩიტაძემ. მოძრაობის წევრებმა მერიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გააკრეს სტიკერები წარწერით "არ აგულავო უგულავა".