შეხლა-შემოხლა დევნილების აქციაზე - კვირის პალიტრა

შეხლა-შემოხლა დევნილების აქციაზე

კონიაკის დასახლებაში მცხოვრებმა დევნილებმა აქცია გამართეს, ისინი ელექტროენერგიის უქონლობას აპროტესტებდნენ.

აქციაზე დევნილებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. დევნილების ნაწილი, რომელიც ხელისუფლების მომხრეა, აცხადებდა, რომ გამგეობა პრობლემის მოსაგვარებლად ყველაფერს აკეთებს, მეორე ნაწილი კი ხელისუფლებას აკრიტიკებდა. მათ მხარს უჭერდნენ კონსერვატიული პარტიის" წევრები ბიძინა გუჯაბიძე და გია ყრუაშვილი, რომლებიც აქციას ესწრებოდნენ.

აქციაზე მივიდა გლდანი-ნაძალადევის გამგეობის წარმომადგენელი ბესო არველაძე, რომელმაც განაცხადა, რომ დაზიანებული ფიდერი უახლოეს მომავალში ჩაირთვება და დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.