ეკონომიკის მინისტრად კვლავ დიპლომატი დაინიშნა - კვირის პალიტრა

ეკონომიკის მინისტრად კვლავ დიპლომატი დაინიშნა

26 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა ეკონომიკის ახალ მინისტრად ზურაბ პოლოლიკაშვილი წარადგინა. ბოლო პერიოდში ზურაბ

პოლოლიკაშვილი საქართველოს ელჩი იყო ესპანეთში.

-"პოლოლიკაშვილმა ძალიან კარგად იცის ინვესტორებთან ურთიერთობა. მან უკვე გამოიჩინა ამ საკითხში თავი ესპანელ ინვესტორებთან ურთიერთობისას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგი 7 წლის განმავლობაში მუშაობდა კერძო სექტორში, კონკრეტულად "თი-ბი-სი ბანკში".  მან კარგად იცის, რა პრობლემები აწუხებს დღეს კერძო სექტორს. შეუძლია იმ პრობლემათა მოგვარება, რომელიც ზოგადად საქართველოს ეკონომიკაშია:  პრივატიზაცია,  ინვესტიციების მოზიდვა, უცხოური კაპიტალის შემოყვანა ქვეყანაში, ინვესტორებთან ურთიერთობა, ასევე ადგილზე კერძო სექტორის პრობლემების გადაწყვეტა, - აღნიშნა პრემიერმა.