"გაუკეთებელი გაკეთებულზე ბევრად მეტია" - კვირის პალიტრა

"გაუკეთებელი გაკეთებულზე ბევრად მეტია"

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატ ზაზა გაბუნიას ორგანიზებით, სპორტის სასახლესთან მოეწყო

ფოტოგამოფენა სახელწოდებით "გაუკეთებელი კიდევ ბევრია".

"დღევანდელი გამოფენით ხელისუფლების წინაშე გამოვიტანეთ დასაბუთებული, ვიზუალურად არგუმენტირებული მტკიცებულება, რომ ჩვენს ქალაქში გაუკეთებელი გაკეთებულზე ბევრად მეტია და მათ დასაძლევად არა სლოგანში გამოხატული თვითკმაყოფილება, არამედ კონკრეტული ღონისძიებებია საჭირო", - განაცხადა გაბუნიამ.