ცხინვალის რეჟიმმა სამი ქართველი ტყვე გაათავისუფლა - კვირის პალიტრა

ცხინვალის რეჟიმმა სამი ქართველი ტყვე გაათავისუფლა

პოლიციის შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს უფროსის, ვლადიმერ ჯუღელის ცნობით, ოსური მხარის წარმომადგენლებმა ლევან ბიგანაშვილი,

ალეკო დიდებაშვილი და მერაბ თვაური ქართველ სამართალდამცველებს სოფელ ერგნეთთან, ე. წ. ნეიტრალურ ზოლში გადასცეს.

გათავისუფლებული სამივე ქართველი კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მკვიდრია, რომლებიც ცხინვალის რეჟიმმა გასული წლის 31 აგვისტოს ე.წ. საზღვრის გადაკვეთისა და ძვირფასი ჯიშის ხეტყის ჭრისთვის დააკავა.