"ზეწოლა დაუშვებელია"
"სკოლებში ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საარჩევნო კამპანიის ჩატარება დაუშვებელია", - განაცხადა   განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა
დიმიტრი შაშკინმა. მინისტრის თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე განათლების სამინისტრომ ყველა სკოლის დირექტორსა და განათლების სისტემაში არსებული სხვა სტრუქტურების ხელმძღვანელებს მკაცრი მითითება მისცა.

"განათლების სისტემის ყველა თანამშრომელი არის თავისუფალი პოლიტიკურ არჩევანში. სამსახურებრივი ზეწოლა პოლიტიკური მრწამსის გამო დაუშვებელია. ამ პერიოდში ოთხი საჩივარი შემოვიდა.

იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად საფუძვლიანია საჩივარი, რეაგირებას ვახდენთ როგორც მომჩივანთან, ისე მეორე მხარესთან. მინდა
კიდევ ერთხელ გავიმეორო, განათლების სისტემის არც ერთ თანამშრომელს არავითარი საფრთხე, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლება, არ ემუქრება მათი ან მათი ახლობლების პოლიტიკური პოზიციის გამო", - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
malxazi
17 მაისი 2010 21:13
თუ გულწრფელია შაშკინი, ღმერთმა გაუმარჯოს. ასეთ შემთხვევაში მისდამი უსიმპათიოობა სიმპათიით შემეცვლება, მაგრამ, არის კი გულწრფელი?
"საკითხავი აი, ეს არის." :D


მანდატურების სკოლაში შეყვანა რამ მოაფიქრებინა ამ დალოცვილს?
ვის დააჯერებს ამის შემდეგ, რომ მისი მანდატურები მშობლების ტვინებზე ნაცპროპაგანდას არ გასწევენ?


ანეგდოტია:
ერთი ეკითხება მეორეს:
-რატომ დადიან მანდატურები სამ-სამად?
-ერთმა კითხვა იცის, მეორემ,-წერა, მესამეს კი ამ ორ ინტელიგენტზე დასმენა აქვს დავალებული

:D :D
kakha
17 მაისი 2010 17:12
ისე აშენდა შენი ოჯახი, მაგას რო სიმართლეს ამბობ.

როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები