"ზეწოლა დაუშვებელია" - კვირის პალიტრა

"ზეწოლა დაუშვებელია"

"სკოლებში ან სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საარჩევნო კამპანიის ჩატარება დაუშვებელია", - განაცხადა   განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა

დიმიტრი შაშკინმა. მინისტრის თქმით, საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე განათლების სამინისტრომ ყველა სკოლის დირექტორსა და განათლების სისტემაში არსებული სხვა სტრუქტურების ხელმძღვანელებს მკაცრი მითითება მისცა.

"განათლების სისტემის ყველა თანამშრომელი არის თავისუფალი პოლიტიკურ არჩევანში. სამსახურებრივი ზეწოლა პოლიტიკური მრწამსის გამო დაუშვებელია. ამ პერიოდში ოთხი საჩივარი შემოვიდა.

იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად საფუძვლიანია საჩივარი, რეაგირებას ვახდენთ როგორც მომჩივანთან, ისე მეორე მხარესთან. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, განათლების სისტემის არც ერთ თანამშრომელს არავითარი საფრთხე, მათ შორის სამსახურიდან გათავისუფლება, არ ემუქრება მათი ან მათი ახლობლების პოლიტიკური პოზიციის გამო", - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.