გია ყარყარაშვილი ვეტერანთა მოძრაობის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა - კვირის პალიტრა

გია ყარყარაშვილი ვეტერანთა მოძრაობის აღდგენის ინიციატივით გამოვიდა

თადარიგის მაღალი ჩინის სამხედრო პირები ვეტერანთა და მათ თანამოაზრეთა მოძრაობის აღდგენის ინიციატივით გამოდიან.  ყარყარაშვილის

განმარტებით, საინიციატივო ჯგუფში თადარიგის 11 გენერალი, პოლკოვნიკი და მაიორი შედის, რომელთა ნაწილი შეიარაღებული ძალებიდან რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაითხოვეს.

"მსგავსი გაერთიანებები ადრე უფრო ქმედუნარიანი იყო, ბოლო დროს კი ამგვარი მოძრაობები რატომღაც შენელდა. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, აღდგეს ვეტერანთა და მათ თანამოაზრეთა მოძრაობა", - განაცხადა გია ყარყარაშვილმა.