პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყებაზე იმსჯელეს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყებაზე იმსჯელეს

ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა "თავისუფალი აზრის სახლში" პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყებაზე იმსჯელეს.

შეხვედრას, რომლის ორგანიზატორი "თავისუფალი აზრის სახლის" ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი იყო, ესწრებოდნენ "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი, კონსერვატორი" ზვიად ძიძიგური, "მრეწველების" ლიდერი გოგი თოფაძე, ასევე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსა" და მოძრაობა "სამართლიანი საქართველოს" წარმომადგენლები.

თემურ შაშიაშვილის აზრით, 26 მაისამდე უნდა გაიმართოს ოპოზიციის საერთო შეკრება, სადაც ხელი მოეწერება დოკუმენტს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების თაობაზე.

საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით, როდესაც პარლამენტს ნდობა არა აქვს, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს წყვეტს ხალხი - საკითხი გადის რეფერენდუმზე. გოგი თოფაძისა და ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ამ საკითხს მხარს უჭერენ და მზად არიან დოკუმენტს ხელი მოაწერონ.