ადვოკატებმა პარლამენტის წინ აქცია დაიწყეს - კვირის პალიტრა

ადვოკატებმა პარლამენტის წინ აქცია დაიწყეს

ადვოკატებმა პარლამენტის წინ მჯდომარე აქცია დაიწყეს. როგორც აქციის ორგანიზატორმა შალვა ხაჭაპურიძემ  განაცხადა, აქციები 24-საათიან რეჟიმში 30

მაისამდე გაგრძელდება.

ხაჭაპურიძის განცხადებით, აქციებში ყოველდღე 10-15 ადვოკატი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც როტაციის წესით შეიცვლებიან. ადვოკატები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანას ითხოვენ. მათ მოამზადეს ცვლილებების ათპუნქტიანი პაკეტი, რომელიც პარლამენტში შეიტანეს.

ადვოკატები მოითხოვენ საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევას, კომისიების პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებას და საარჩევნო სიების დახვეწას. ამ მოთხოვნას ხელს აწერს 500-მდე ადვოკატი.

შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ვიდრე საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არ შევა, მანამდე არჩევნები დემოკრატიულად არ ჩაითვლება.