"შფოთსა და განხეთქილებას სულიერების დეფიციტი იწვევს" - კვირის პალიტრა

"შფოთსა და განხეთქილებას სულიერების დეფიციტი იწვევს"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  სინანულის, მიტევების აუცილებლობაზე, სიყვარულისა და სულიერების დეფიციტზე ისაუბრა. "ადამიანი დგას

კიბეზე და ხშირად თავად ირჩევს, მაღლა ავიდეს თუ დაბლა ჩამოვიდეს, მარჯვნივ გაუხვიოს თუ მარცხნივ. ღმერთი აძლევს ადამიანს ცხონების შესაძლებლობას, მაგრამ პიროვნებაც მზად უნდა იყოს ამ მადლის მისაღებად. ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს ღმერთსა და სიწმინდეებს, განისჯება.

ის ადამიანი ვერ ხარობს. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი ამთლიანებს, ეშმაკი - ყოფს", - ბრძანა უწმინდესმა.

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია  II-მ აღნიშნა, რომ სულიერების დეფიციტი იწვევს შფოთსა და განხეთქილებას ადამიანებს შორის. "უნდა გვქონდეს შენდობის უნარი. მორწმუნემ აუცილებლად უნდა შეუნდოს სხვას, მაგრამ საჭიროა განწმენდა თვისთა ცოდვათა, თავის დამდაბლება. ადამიანმა უნდა დაინახოს საკუთარი ცოდვა. ეს ჩვენი განსაცდელია, მაგრამ სიკეთე სძლევს ბოროტებას. განსაცდელის ჟამს არ უნდა გვეშინოდეს", - ბრძანა პატრიარქმა.