პიტერ სემნებმა 30 მაისის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა - კვირის პალიტრა

პიტერ სემნებმა 30 მაისის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები მიიჩნევს, რომ საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო

არჩევნების სამართლიანად ჩატარება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დემოკრატიულად ჩატარდება 30 მაისის არჩევნები.

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს. ეუთოს მისიის ფარგლებში ევროკავშირიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ჩამოდის. 30 მაისს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას უდიდესი მნიშვნელობა ექნება მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარებაში. ამისათვის კი აუცილებელია საკითხს ყველა პოლიტიკური ძალა კორექტულად მიუდგეს", - აცხადებს სემნები.

პიტერ სემნები ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.