"100 ათას სულ მოსახლეზე 400 პატიმარი მოდის" - კვირის პალიტრა

"100 ათას სულ მოსახლეზე 400 პატიმარი მოდის"

"საქართველოში 100 ათას სულ მოსახლეზე 400 პატიმარი მოდის, ასეთი პროპორციულობა ევროკავშირის შეშფოთებას იწვევს", - განაცხადა ევროკავშირის

წარმომადგენელმა საქართველოში პერ ეკლუნდმა. მისი თქმით, კვლავ პრობლემად რჩება საპყრობილეების გადატვირთულობა, ასევე, ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა პატიმრებისათვის.

"ჩვენ ამ საკითხზე აქტიური დიალოგი გვაქვს ხელისუფლებასთან. ევროპაში 100 ათას სულ მოსახლეზე 150 პატიმარი მოდის, საქართველოში კი 100 ათას მოსახლეზე 400 პატიმარია. ჩვენ პოზიტიურად ვაფასებთ იმ ცვლილებებს, რაც პენიტენციარულ სისტემაში ხდება, მაგრამ ხარვეზები ისევ არის"", - განაცხადა პერ ეკლუნდმა.