თბილისს პოლონეთის ექსპრეზიდენტი ეწვია - კვირის პალიტრა

თბილისს პოლონეთის ექსპრეზიდენტი ეწვია

თბილისში, "ევროპის სახლში", ევროპული დებატები დაიწყო. დებატები, რომლის თემაა "ევროპის მომავალი და საქართველოს ევროინტეგრაცია",

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა. პრეზიდენტი მიესალმა დებატების მონაწილეებს, რომელთა შორისაც არის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი. "ის ჩემი მეგობარია და მოხარული ვარ, რომ დებატებზე ვხედავ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველომ არ უნდა შეხედოს ევროპას როგორც ძნელად მისაღწევ მიზანს და ევროპამაც უნდა დაინახოს, თუ როგორ სჭირდება საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია.

საქართველოს პრეზიდენტის შემდეგ სიტყვით გამოვიდა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკი. მისი განცხადებით, საქართველოში ბოლო ვიზიტის, 2001 წლის შემდეგ, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა. "მე ღამით ჩამოვედი თბილისში და მოვიხიბლე განათებული ქალაქით. მოწვევისთვის მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ჩემი ძველი მეგობარია", - განაცხადა კვასნევსკიმ.