რამიშვილი თავისუფალია - კვირის პალიტრა

რამიშვილი თავისუფალია

26 აგვისტოს პატიმრობიდან გაათავისუფლეს ტელეკომპანია ""202"-ის დამფუძნებელი შალვა რამიშვილი.

რამიშვილს პატიმრობის 4-წლიანი ვადა ამოეწურა. იგი ყოფილი პარლამენტარის, კობა ბექაურისთვის ფულის გამოძალვაში იყო მსჯავრდადებული. რამიშვილმა შეწყალებაზე უარი განაცხადა და სასჯელი ბოლომდე მოიხადა.

შალვა რამიშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2005 წლის 26 აგვისტოს დააკავეს.