ახალგორელები უყურადღებობის გამო ჩივიან - კვირის პალიტრა

ახალგორელები უყურადღებობის გამო ჩივიან

ახალგორის მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, უყურადღებობა მიზანმიმართულია და ამის მიზანი რაიონის

ქართული მოსახლეობისგან დაცლაა.

ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის, თამარ მეარაყიშვილის განცხადებით, სასწავლო წლის დაწყების წინ სკოლებში მწვავედ დგას გათბობის, ელექტროენერგიით მომარაგების, სახელმძღვანელოებისა და პედაგოგების ხელფასების პრობლემა.

მოსწავლეთა რაოდენობა შარშანაც მკვეთრად იყო შემცირებული. მთელი ზამთრის განმავლობაში არ იყო გათბობა. მასწავლებლები ხელფასის ნაცვლად მწირ კომპენსაციას იღებდნენ. ბოლო დროს ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. ივნისის შემდეგ მასწავლებლებს საშვებულებო ანაზღაურება არ აუღიათ. ოსურმა მხარემ საქართველოს ხელისუფლების მიერ დანიშნულზე ორჯერ მეტი ხელფასები დაარიგა. ჩვენ გვირჩევნია, თუნდაც გაცილებით ნაკლები მივიღოთ, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისგან", -აღნიშნა თამარ მეარაყიშვილმა.

მისივე თქმით, თუ ახალგორში სკოლები დაიხურება, ეს რაიონის ქართული მოსახლეობისგან დაცლის წინაპირობა იქნება.

რაიონის გამგებელმა, ავთანდილ ყოჩიშვილმა საჯაროდ ასეთი რამ მითხრა, - ჩვენ გვსურს, მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ აქედან ხალხი გარბის, თქვენ კი აქ ზიხართ და მუშაობთ, ასე არ გამოვაო. მე დავდექი არჩევანის წინაშე, წეროვანში წავსულიყავი და იქ კარგ პირობებში მემუშავა ან აქ დავრჩენილიყავი უხელფასოდ. მე აქ დარჩენა ვამჯობინე, - განაცხადა თამარ მეარაყიშვილმა.