სარკინიგზო შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა - კვირის პალიტრა

სარკინიგზო შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა

28 აგვისტოს მეტროსადგურ "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიაზე რელსებიდან გადასულმა თბომავალმა 20-მდე ავტომანქანა დააზიანა, მათ შორის სამარშრუტოტაქსებიც.

სამართალდამცველთა განცხადებით, თბომავლის მემანქანემ მუხრუჭი ვერ დაიმორჩილა, რის შემდეგაც ირგვლივ მდგომ ავტომანქანებსა და სამარშრუტო ტაქსებს დაეჯახა. საბედნიეროდ, ავტომანქანებში არავინ იმყოფებოდა და, შესაბამისად, არავინ  დაშავებულა.

რკინიგზის წარმომადგენლის, დავით გელაშვილის განცხადებით, თბომავალი ეკუთვნოდა კომპანია "ინტერტრანსს" და პასუხისმგებლობაც მას ეკისრება.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქად დაშავდა ორი კაცი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

თბომავალი შედგებოდა რვა ვაგონისგან და მშრალი ტვირთით იყო დატვირთული.