გაზსადენის გახსნით საქართველოს სუვერენიტეტი შეილახა - კვირის პალიტრა

გაზსადენის გახსნით საქართველოს სუვერენიტეტი შეილახა

26 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების წლისთავთან დაკავშირებით გაიხსნა რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი -"ძაუჯიკაუ-

ცხინვალის"გაზსადენი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაზსადენის საქართველოს თანხმობის გარეშე გახსნა საქართველოს სუვერენიტეტის შელახვად შეაფასა. შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაზსადენის გახსნა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლს, რომელიც მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა კომპეტენციის ფარგლებს უქვემდებარებს საქართველოს საგარეო სავაჭრო ურთიერთობების, საქართველოს ერთიანი ენერგეტიკული სისტემისა და რეჟიმის რეგულირებას.

სამინისტროს განმარტებით, აღნიშნული ფაქტი არღვევს კანონსაც""ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ".