"ინტერპრესნიუსს" ირანული მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ - კვირის პალიტრა

"ინტერპრესნიუსს" ირანული მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

21 მაისს სააგენტო "ინტერპრესნიუსს" ირანული მედიის წარმომადგენლები ეწვივნენ. დელეგაციის შემადგენლობაში ირანის ოთხი მსხვილი საინფორმაციო სააგენტოს -

"ირნას", "ფარსის", "მოუჯის" და "მეჰის", ასევე გაზეთ "ჯამეჯამის" - წარმომადგენლები იყვნენ.

ირანელი ჟურნალისტები და გამომცემლები "ინტერპრესნიუსის" და მთლიანად მედიასახლ "პალიტრის" სტრუქტურით და მუშაობის სპეციფიკით დაინტერესდნენ.

ირანელი სტუმრები მედიასახლის ყველა გამოცემის რედაქციას ესტუმრნენ.