"რატომ"-ის წევრებმა და მერიის დაცვის თანამშრომლებმა იჩხუბეს - კვირის პალიტრა

"რატომ"-ის წევრებმა და მერიის დაცვის თანამშრომლებმა იჩხუბეს

მოძრაობა "რატომ"-ის წევრებსა და მერიის დაცვას შორის ინციდენტი მოხდა. მერიის თანამშრომლებმა ”"რატომ"-ის” წევრების მიერ შენობაზე საპროტესტო სტიკერების

გაკვრა გააპროტესტეს და ისინი ჩამოხიეს. ამის მიუხედავად, აქციის მონაწილეებმა სტიკერების გაკვრა განაგრძეს და აღნიშნეს, რომ ამით პროტესტს გამოხატავენ მერიის უკანონო პროექტებთან დაკავშირებით.

ფაცაცია უგულავას მოუწოდებს, მოხსნას თავისი კანდიდატურა და პროკურატურაში მივიდეს, რადგან თბილისის ბიუჯეტს თავისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის იყენებს.

"რატომ"-ის წევრ მერაბ ჭიქაშვილის თქმით, მათ მოიპოვეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, რიყის ტერიტორია, სადაც მინის ხიდი შენდება, შპს "რიყეს" ეკუთვნის, რომლის მფლობელებიც ფრანგული გვარის მქონე პირები არიან. მისი განმარტებით, შეეცადნენ კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებას ინტერნეტში, თუმცა ვერაფერი მოიპოვეს, კომპანიას საიტიც კი არ აქვს.