ინციდენტს სროლა მოჰყვა - კვირის პალიტრა

ინციდენტს სროლა მოჰყვა

მაჟორიტარ დეპუტატ ემზარ გელაშვილსა და "ქარელიგაზის"” დირექტორის მოადგილეს შორის მომხდარ ინციდენტს სროლა მოჰყვა.

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ქარელის რაიონიდან, ემზარ გელაშვილმა, ქარელში მომხდარი ინციდენტის დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.

ემზარ გელაშვილსა და სპარტაკ ჩოჩიშვილს შორის დაპირისპირება საარჩევნო სიებთან დაკავშირებით მოხდა. სამართალდამცველებს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

სავარაუდოდ, გელაშვილი დაკავებული არ არის. სპარტაკ ჩოჩიშვილის  განმარტებით,  ემზარ გელაშვილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას და მის ახლობლებს ცეცხლსასროლი იარაღით ემუქრებოდა. მისივე თქმით, კონფლიქტს თვითმხილველებიც ჰყავს.

თავად გელაშვილი მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და არც სატელეფონო ზარებს  პასუხობს.