"მუხრან მაჭავარიანმა ერის ჯვარი ატარა" - კვირის პალიტრა

"მუხრან მაჭავარიანმა ერის ჯვარი ატარა"

"ადამიანი ერთხელ მოდის, რათა აღასრულოს თავისი მოვალეობა. არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თავიანთ ჯვარს ატარებენ, თუმცა არიან ერის ჯვრის, ერის

ტკივილის, ბედის, ავისა და კარგის მტვირთველნიც. ბატონი მუხრანი ის მამულიშვილი იყო, ვისაც სტკიოდა ერის ტკივილი, ამავე დროს, ხედავდა მომავალს.

პოეტი და მწერალი ერის მომავალს უნდა ხედავდეს და ყველაფერს აკეთებდეს, რათა ქვეყანაში მშვიდობა და ბედნიერება სუფევდეს", - ბრძანა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მუხრან მაჭავარიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის აღსრულების შემდეგ.

მუხრან მაჭავარიანი მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.